LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარტოგრაფების გამოშვება სასიხარულოა, მაგრამ მოლაპარაკებებთან მიმართებაში ეს არაფერს ცვლის: ხათუნა გოგორიშვილი

92
ხათუნა გოგორიშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი კარტოგრაფების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად ამ სასიხარულო ამბისა, მოლაპარაკებებთან მიმართებაში ეს არაფერს ცვლის, რადგან როგორც გოგორიშვილი ამბობს, სხვა მოთხოვნები, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებასთან, საარჩევნო რეფორმასთან და ვადამდელ არჩევნებთანა დააკავშირებული, კვლავ უცვლელია.

„რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებას  – ამისათვის ოპოზიციის მხრიდან რამდენჯერმე, მათ შორის, ორი დღის წინაც, კიდევ ერთხელ კონკრეტული საკითხები დაფიქსირდა. ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ გიორგი რურუა ჯერჯერობით ისევ ციხეშია და პოლიტპატიმარია, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვან, ასევე აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრაციის ცვლილება.

ასე, რომ მოლაპარაკებებთან მიმართებაში კარტოგრაფების გამოშვება, რაც ძალიან კარგია და სასიხარულოა, ნამდვილად არაფერს არ ცვლის – ის საკითხები რაც დღის წესრიგში იყო, იგივე რჩება, არცერთი მოთხოვნა, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებს, დახურული არ არის“. – განაცხადა გოგორიშვილმა.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლეს. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

მელაშვილის და ილიჩოვასთვის გირაოს თანხის შესატანად “სირცხვილიამ” 40 000 ლარი შეაგროვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g