LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილება მიღებულია: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ

137
FORTUNA.GE-

“ჩვენ, პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მისი გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში.” – გადაწყვეტილება მიღებულია, “მოქალაქეები” პოლიტიკურ საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ.

გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა:

“ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დეტალურად განვმარტოთ. ელექტრონული არჩევნების წესი, კარუსელის ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას.” – განაცხადა ელისაშვილმა.

 

გუშინდელმა ფაქტმა ამ ყველაფერს ძალიან კარგი ფონი შეუქმნა – ჩვენსა და „ქართულ ოცნებას” შორის ნდობა გააღრმავა: ალეკო ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g