LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, 31 წლის ნიკა გაბრიაძეს ერთი თვეა ვერ პოულობენ: ოჯახი მას რამდენიმე მონასტერში ეძებს

127
quTaisi

ქუთაისში, 31 წლის ნიკა გაბრიაძეს ერთი თვეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ნათესავმა განუცხადა, ნიკა გაბრიაძე ბოლოს პირველ იანვარს ნახეს.

ნიკა გაბრიაძეს ოჯახი რამდენიმე მონასტერში ეძებს.

„მონასტერში ხშირად დადიოდა ხოლმე, იმედია, რომელიმე მონასტერში წავიდა“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ოჯახის ნათესავი.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ნიკა გაბრიაძის ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს და თხოვს, რომ რაიმე სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 592 29 29 47.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g