LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ უარი თქვას ხელფასებზე, თვითონ აიღოს ის 200 ლარი და დამიჯერეთ, სხვანაირად დაწერს კანონსაც და რეგულაციებსაც სხვანაირად გამოუშვებს – კახა მამულაშვილი

253
kaxa მამულაშვილი

ხვალიდან საქართველოში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. თუმცა დედაქალაქში შეზღუდვების შემსუბუქებას ეპიდემიოლოგები არ ჩქარობენ. ამბობენ, რომ რისკები დიდია.  საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ყველასფრისჩაეტვა გამოსავალი არაა.

„მთავრობა თვითონ ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში – აიღოს ის 200 ლარი, ან 6 თვეში 300 ლარი. დამიჯერეთ, სხვანაირად დაწერს კანონსაც და რეგულაციებსაც სხვანაირად გამოუშვებს, – ამბობს პროდიუსერი კახა მამულაშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში

რა შეზღუდვები იხსნება 1-ელი თებერვლიდან - რეგულაციების ნაწილი მარტამდე დარჩება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ აჭარაში მუშაობას იწყებენ რესტორნები და კაფე-ბარები.

„პირველი ლოკდაუნის დროს სხვა სიტუაცია იყო. არ ვიცოდით რა ვირუსი იყო და რისფაქტორებზე მივდიოდით. შემდეგ ჩვენც გაგვიჩნდა პასუხისმგებობის გრძნობები. მთავრობაშიც უნდა იცოდნენ, რომ ადამიანებს სხვანაირი პასუხისმგებლობები აქვთ უკვე.

რა მინდა იცით ვთხოვო, ვინც ამ კანონებს წერს და წესებს ადგენს, თვითონ ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში.

არ აიღოს თავისი ხელფასი და აიღოს ის 200 ლარიანი დახმარება. დამიჯერეთ, იმ კანონს სხვანაირად დაწერს და სხვანაირ რეგულაციებს გამოუშვებს. თვითონ თუ ჩადგება იმ სიტუაციაში, რაშიც ამდენი ადამიანია ჩამდგარი“,- ამბობს პროდიუსერი.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ ხსნის ქვეყანა საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„ვერ გავერკვიე ერთ რაღაცაში. ვგოგლავ და ვგუგლავ, მთელს მსოფლიოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. რატომ არ დადის ჩვენთან. ჩვენ რაღაც სხვანაირი მიდგომები გვაქვს? 

სექტემბერში დაგვკეტეს და მიკვირს, როგორ არსებობენ ( ჩემზე ლაპარაკი არ მაქვს).

ივლისის 15-დან 15 აგვისტომდე ვიმუშავეთ. 16 კონცერტი გვქონდა ბათუმში. ამ დროის განმავლობაში არავის უთქვას ბათუმში, ცუდად ვარ და კოვიდი მაქვსო.

მე ეჭვი კი არ მეპარება, რომ კოვიდი არსებობს. პირველ სექტემბერს, მაგიდაზე ვიაღაცამ ხელი დაარტყა და თქვა, ნამცხვრების მაღაზიაში დაიწყოო ეპიდაფეთქებაო და დაიწყო და დაიწყო. დაინფიცირებულთა რაოდენობა 2-დან გახდა 200. 

დღევანდელ დღეს ველოდებით რესტორნების გახსნას. მაგრამ ისიც რომ გაიხსნება, ხალხი მაშინვე ხომ არ დაიწყებს სიარულს.

უნდა ვიცოდე რისკებიც და მე თვითონ უნდა გადავწყვიტო, წავიდე თუ არა თეატრში ან რესტორანში“,- ამბობს კახა მამულაშვილი.

აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმდეს „კომენდანტის საათი“, გაიხსნას ეკონომიკა: აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ცარიელი მაცივარი მიიტანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები