ლეგენდარული მსახიობის, შონ კონერის ვილა კვლავ იყიდება. პირველად ის გასული წლის გაზაფხულზე, 26 მილიონ დოლარად გაიყიდა, თუმცა ახლა ფასმა დაიკლო და ვილის ღირებულება 13,2 მილიონი დოლარია.
„ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავი ნიცაში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში 70-80-იან წლებში ცხოვრობდა. სახლის ფართი 1000 კვ-ია, თუმცა მას უზარმაზარი ტერასები და ეზო არტყამს გარს. ხედი მართლაც შეუდარებელია, სახლის თითოეული ფანჯრიდან ზღვის გასაოცარი პეიზაჟი იშლება.
ვილაში 2 დიდი საცურაო აუზი და სატრენეაჟორო დარბაზია განთავსებული. ინტერიერი კი კლასიკურისა და ავანგარდული სტილის შერყწმითაა შექმნილი.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა” და BAFTA-ს ჯილდოების მფლობელი მსახიობი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.