LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითხოვთ 0.67 პროცენტს. თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, “გირჩი” პარლამენტშიც შევა: იაგო ხვიჩია

88
FORTUNA.GE- (6)

“ჩვენი მოთხოვნა არის ბუნებრივი ბარიერით, ჩვენ ვითხოვთ 0.67 პროცენტს. “გირჩი” პარლამენტშიც შევა თუ ჩვენი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების მხრიდან დაკმაყოფილებული”. – აცხადებს პარტია “გირჩის” ლიდერი და ამბობს, რომ თუ ხელისუფლება პატიოსნად მოიქცევა, საზოგადოება ოპოზიციას პარლამენტში იხილავს.

იაგო ხვიჩია უმთავრეს მოთხოვნად ბარიერს, 0.67 პროცენტს ასახელებს:

“პირობითად, ვისაც უფრო მეტად ესმის საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი, ამ ხალხის მონაწილეობაც საჭიროა ასეთი ტიპის შეთანხმებაში, რადგან შეიძლება ეს ვიღაცამ გააკრიტიკოს, იმიტომ რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის არის. ჩვენთვის, როგორც ვამბობთ, მთავარი საკითხი არის სხვა, მესამე საკითხი. ეს მეორე საკითხი იყო, თუმცა ვგულშემატკივრობთ იმ ხალხს, ვისაც მეორე საკითხი ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი აღელვებდა. იქ პროპორციულზე არის საუბარი, თუმცა ნულიდან სამ პროცენტამდე. ჩვენი მოთხოვნა არის ბუნებრივი ბარიერით, ჩვენ ვითხოვთ 0.67 პროცენტს. „გირჩი“ პარლამენტშიც შევა თუ ჩვენი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების მხრიდან დაკმაყოფილებული”. – ამბობს ხვიჩია.

არ ვიცი, ვინც ქუჩაშია რა აღელვებს, პირადად მე პარლამენტში დანაკლისს ნამდვილად ვერ ვგრძნობ: თეა წულუკიანი

პოლიტიკოსი ასევე ამბობს, რომ არგუმენტირებული მოსაზრებებით, ოპოზიცია შეძლებს, დაათმობინოს ხელისუფლებას და თუ ხელისუფლება პატიოსნად მოიქცევა, ეჭვი არ ეპარება, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში:

“იმის გამო, რომ არ მოგვეწონოს, მაგალითად, ერთი ვიღაცის ნათქვამი, ხომ არ შეიძლება ყველაფერზე ვთქვათ უარი იმიტომ, რომ სადღაც, ვიღაც რადიკალური ფრთა არის. ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, მართლა რა არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით, ოპოზიცია შევძლებთ, რომ დავათმობინოთ ხელისუფლებას, ოღონდ უნდა გვქონდეს არგუმენტირებული მოსაზრებები, დადასტურებული, რომელიც ნეიტრალური არბიტრებისთვის იქნება გასაგები და მისაღები. რესურსი რა თქმა უნდა არსებობს. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, თუ ხელისუფლება მოიქცევა პატიოსნად. მე ყველას ვესაუბრები, დღესაც გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთანაც. ვიფიქრებთ თუ როგორ შევარიგოთ ეს ხალხი. იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი პროექტია “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” შერიგება”. – თქვა იაგო ხვიჩიამ.

”ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების თარიღი: ბადრი ჯაფარიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g