„ჩვენ ყველანაირ სივრცეს ვტოვებთ, რათა ოპოზიციაში ვისაც უნდა, იყოს პარლამენტში, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ პირადად მე, ხვეწნას ვერავის დავუწყებ. აქ ბრძანდება პარლამენტი, აქ არის სკამები, ისინი ცარიელია. ვისაც უნდა, მოვიდეს, დაჯდეს და იმუშაოს”,– ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვისაც პარლამენტში მუშაობა არ უნდა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ის ამით დანაკლისს ვერ გრძნობს.
“დანაკლისს ნამდვილად ვერ ვგრძნობ, რადგან ბევრ საქმეს ვაკეთებთ – იქნება ეს გელათის რესტავრაცია, საგანძურის დაცვა და ბევრი სხვა თემა, რაც ჩემს კომიტეტში შემოდის. თუმცა, თუ ვინმე შემოვა და ვინც შემოვიდა, ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი, რაც არ უნდა მათთან აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, ვთვლი, რომ არიან ადამიანები, ვისაც ოკუპირებული სამშობლოს ბედი აღელვებს. ვინც ქუჩაშია, არ ვიცი, მას რა აღელვებს“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.