LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში არ ვყოფილვართ და არც იქნება, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მეტ დათმობაზე წამოვიდეს ხელისუფლება: სერგო ჩიხლაძე

105
BeFunky-collage (1)

“სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმ ფუნდამენტურ განსხვავებებზე ისაუბრა, რაზეც მისი თქმით,  საუბრობდა ოპოზიცია ელჩების თანდასწრებით ხელისუფლებასთან და რაზე შეთანხმდა მმართველის გუნდი ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებთან”.

როოგრც ჩიხლაძემ აღნიშნა, მათ მიერ მოლაპარკაბებზე ფასილიტატორების მეშვეობით საუბარი იყო რომ ყველა მომავალი არჩევნები იყოს სრულად პროპორციული, არ კონკრეტდებოდა თარიღი. ელისაშვილის დოკუმენტში კი ამაზე საუბარი არ არის. ასევე ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ განსხვავებაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან და ასევე საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით. პარტიამ დაახლოებით ათამდე განსხვავებული საკითხი დაინახა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, გარკვეული პუნქტები ელისაშვილის მიერ შეტანილ მემორანდუმში „შერბილებულია“.

„ის, რომ ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის არ არის მოხსენიებული, ეს გასაგებია, რადგან თავადვე თქვეს, რომ ეს არ არის მათთვის პრიორიტეტული, მაგრამ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებითაც ბევრად უარესი ვარიანტია. მათ ეს აკმაყოფილებთ, თავადაც თქვეს, რომ ეს არის ჩვენი თამასა და ამიტომ შევდივართ პარლამენტში.

ჩვენ უფრო მეტის მიღწევა გვინდა და სწორედ ამიტომ არც პარლამენტში შევდივართ, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ რაც შეიძლება მეტ დათმობაზე წამოვიყვანოთ ხელისუფლება. გვაქვს იმედი, რომ მეხუთე რაუნდი შედგება, ელჩების მოწოდება და „ქართული ოცნების“ რიტორიკაც ასეთია.

დავტოვეთ ღია კარი იმისთვის, რომ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა გაიაზრონ: მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან სასაუბროდ მზადაა

არანაირ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში “სტრატეგია აღმაშენებელი” არ ყოფილა „ქართულ ოცნებასთან“ და არც იქნება. ეს პრინციპული პოზიცია, რომ ვისაუბროთ ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით, რადგან არ არის ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ. მეორე დღის წესრიგი არ შეცვლილა. ველოდებით მეხუთე რაუნდს. თუ ხელისუფლება დათმობაზე წამოვიყვანეთ, ელისაშვილის ვარიანტი მემორანდუმის ხელს არ უშლის, რადგან ჩვენი ვარიანტი კიდევ უფრო ფართოა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა”. – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ “ფორტუნას” ეთერში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g