LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავტოვეთ ღია კარი იმისთვის, რომ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა გაიაზრონ: მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან სასაუბროდ მზადაა

88
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან სასაუბროდ, თუმცა არა ისეთ საკითხებზე, რომელიც შეუსრულებელია. მისი თქმით, სახელმწიფოებრივი აზროვნების შემთხვევაში, ოპოზიცია დღეს, პარლამენტში უნდა იჯდეს და მუშაობდეს. ამ განცხადებით მდინარაძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის, არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად, ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავსი განცადებები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმძიმესი ვითარება აქვს, რაც  პანდემიამ შექმნა. მისივე განცხადებით, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი ყველა ქვეყანას მძიმედ აწვება და ამ მდგომარეობაში, კიდევ უფრო დამაზიანებელია ე.წ. ბოიკოტი, რეალურად კი ოპოზიციის საბოტაჟი, რაშიც პასუხისმგებლობა მდინარაძის განცხადებით, ბუნებრივია, მათ ეკისრებათ.

“ზოგადად, პასუხისმგებლობა ყველაფერზე ჩვენ გვეკისრება, ეს გასაგებია და ამიტომ ვდგამთ ყველა ნაბიჯს და მოვუწოდებთ ყველა პლატფორმიდან. გუშინ, კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ შევუწყვიტეთ უფლებამოსილება. შესაბამისად, დავტოვეთ ღია კარი იმისთვის, რომ მათ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა გაიაზრონ . კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომელიც შეუსრულებელია.

“როდესაც ერთი ადამიანი ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები და მეორე, ანუ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა და დამოუკიდებელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ამ შემთხვევაში, ამასაც კი თუ არ ითვალისწინებენ კომისიის ფარგლებში,  თუ იქ რამე სერიოზული გადაცდომა იყო თავად გამოიძიონ. ამაზეც არ მოდიან, ანუ ისინი სახელმწიფოებრივად და რაციონალურად არ ფიქრობენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g