LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მტვრის, მცენარის ან საკვების მიმართ ალერგიული ხართ: რა წესების დაცვით ჩაუტარდებათ კოვიდვაქცინაცია ალერგიულ ადამიანებს, მაია გოთუა განმარტავს

303
mmaaiiaa

“თუ ადამიანი მტვრის, მცენარის, საკვების მიმართ ალერგიულია, ასეთ პაციენტებზე საერთაშორისო რეკომენდაციაა, რომ ისინი აცრის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყვნენ. ჩვენც ასე გვირჩევნია, საქართველოს კანონმდებლობითაც ასეა გათვალისწინებული, რომ პაციენტი დაკვირვების ქვეშ უფრო დიდხანს გვყავდეს და თუკი ანამნეზში მას მსუბუქი ან მძიმე ალერგიული რეაქცია აქვს, 30 წუთი დაყოვნდეს”, – ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, მაია გოთუამ ”TVპირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამცრელ ბრიგადებს უტარდებათ ტრენინგი, რაც მოიცავს ინფორმაციას შესაძლო გართულებებზეც. შესაბამისად, გაწერილია აღჭურვილობა, რაც მათ ადგილზე უნდა ჰქონდეთ მწვავე რეაქციაზე სწრაფი და მყისიერი რეაგირებისთვის.

”ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ შესაძლო გართულების ამოცნობა ადრეული ნიშნებით. თუ მოხდა ამ ადრეული ნიშნების პროგრესირება, რა მედიკამენტები უნდა იყოს გამოყენებული. გადამრჩენი ანაფილაქსიისთვის არის ადრენალინი. ყველა ბრიგადას ექნება ალგორითმი, რა მოქმედების შემდეგ, რა უნდა გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ ეს აცრები გაკეთდება კლინიკებსა და საავადმყოფოებში, რომელთაც აქვთ გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა. თუ ამის საჭიროება იქნება დახმარებას ბრიგადას აუცილებლად დაეხმარება სტაციონარული ჯგუფი”. – განმარტა მაია გოთუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო ყველა იმ კლინიკას შეისწავლის, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებით, ვისი აცრა შეიძლება და ვისთვის არ არის რეკომენდებული? – აშშ-ში მოღვაწე მეცნიერი განმარტავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g