The Washington Post-ისა და ABC-ის ერთობლივი გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია. ამერიკელების 59%-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის საქმიანობა არ მოსწონს. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, ტრამპისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტთა მხოლოდ 37%-ია. ბეჭდური გამოცემისა და ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული კვლევის შედეგები 5 ნოემბერს გამოქვეყნდა.