LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარხარ“ – ენისტონის ყოფილი მეუღლე ჯასტინ ტერუ ჯენიფერს დაბადების დღეს ულოცავს

153
39173100-0-image-a-21-1613059289086

11 თებერვალს, მსახიობ ჯენიფერ ენისტონს 52 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე ვარსკვლავს სოციალური ქსელის მეშვეობით მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯასტინ ტერუმ მიულოცა. მან „ინსტაგრამის“ საშუალებით ენისტონის აქამდე უცნობი ფოტო გაავრცელა.

„დაბადების დღეს გილოცავ, მიყვარხარ“, – წერს ჯასტინი.

ცნობისთვის, ენისტონი და ტერუ 2015-2017 წლებში იყვნენ დაქორწინებულები, ახლა კი მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ.

განქორწინების შესახებ ჯენიფერმა 2018 წელს განაცხადა. „კარგი ამბავი ის არის, რომ ეს იყო ყველაზე ნაზი განქორწინება, ყოველგვარი ომის გარეშე“, – განაცხადა ვარსკვალვმა.

საზოგადოება პიტის მილოცვასაც ელოდა, თუმცა ბრედმა იმედები გაგვიცრუვა. სავარაუდოდ მან ყოფილ მეუღლეს პირადად მიულოცა იუბილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები