მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მომღერალი აღნიშნავს, რომ ხელოვან ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში არავინ აფასებს და როდესაც ისინი მოღვაწეობას სხვა ქვეყანაში აგრძელებენ, საზოგადოება მათ მოღალატეებად აღიქვამს.
რატომ ხდება ასე, საკუთარ ქვეყანაში, დააავადეს ადამიანი, გაჭირვებისგან და ნერვიულობისგან, გააქციეს უამრავი ადამიანი და განსაკუთრებით ხელოვანები … სხვა ქვეყნებმა დააფასეს და შემდეგ საკუთარში მოღალატეები უწოდეს, შეიწირეს, ნოსტალგიით თუ განცდებით, დაუმსახურებელი მოპყრობით და ჭორებით. იმის მაგივრად სიყვარული მიეცათ ადამიანებისთვის, იმის მაგივრად მოფერება და სითბო გაეცათ…. დააავადეს, და….
მაინც გიჟდებიან მკვდრებზე, ხო და მაგ დროს გრძნობენ მხოლოდ პრივილეგიას, რომ ღვოთონ ცოცხლები არიან და ის ვიღაც უკვე აღარ არის! ხო და ისეთი ვარ, არ იიიცით. მე ეკა კვალიაშვილს ნეტავ მქონოდა საშუალება და თავი იმის, მქონოდა ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ ზურას დავხმარებოდი, ნეტავ ცოცხალი ჩამოსულიყო,
ნეტავ საერთოდ არ წასულიყო…. მოკლედ, ვისაც შეეძლო და არ მიაქცია ყურადღება ზურა დოიჯაშვილს, ვინც ფეხზე დაიკიდა ადამიანის სიცოცხლე და საერთოდ ადამიანები იცოდეთ, კარმა არსებობს, კარმა კი ბუმერანგია და ელოდეთ.
მოკლედ, ჩვენი ზურა დოიჯა, ჩვენი უსაყვარლესი, უკეთილშობილესი და საოცარი ზურა აღარ გყვავს.
და არ გაბედოს არავინ და არც კი დაასველოს სიტყვა ცუდი და ავადმყოფობას კოვიდი არ მიაწეროს თორემ , პირადად მე გავცემ პასუხს და ვაი მაააას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დღეს ზურა აღარ გვყავს ფიზიკურ სხეულში, ჩვენი ზურა, ჩვენი ზურიკო. ნათელში გამყოფოს ღმერთმა ჩვენო ზურიკო… ძალიან მიყვარხარ….”,-წერს ეკა კვალიაშვილი ფეისბუქში.