ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში, აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“.
ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
-
მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს;
-
უკვე მოქმედ ახალგაზრდა მეწარმე ქალებს.
კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან.
ტრენინგები უფასოა და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
-
მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
-
როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
-
“ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნა;
-
ბიზნეს პროექტის წერა;
-
ფინანსური დაგეგმარება.
„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს:
➢ 1-ლი დონე შედგება 4 ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს.
➢ მე-2 დონეზე, რომელიც 6 ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნესიდეების გარდაქმნას ბიზნესპროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პრეზენტაციის უნარებს.
➢ მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნესგეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ საინვესტიციო კომისიასთან.
➢საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან.“ დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია კაპიტალად კონვერტირდეს.
სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.
დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 21 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა. მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +995 591 15 15 90 ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.“
პროგრამის შესახებ:
USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი”.
2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ’’, რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში მიიღო 4,450 განაცხადი. 1,375-მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი, ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 381-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 78-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან.’’