LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემძულდა ეგ ბავშვი, არ შევხებივარ, არა – 14 წლის გოგოს ბიძა

522
BeFunky-collage (2)

ქობულეთში დაღუპული მოზარდის ბიძა კვლავ უარყოფს მისი მხრიდან ბავშვზე ძალადობას. ამჯერად, ამის შესახებ მან “ტვ პირველთან” ისაუბრა.

მისივე თქმით, გუშინ პოლიციაში გამოკითხვაზე ზუსტად ის თქვა, რასაც მედიასთან საუბრობს.

“ბავშვი არ მინახია, არა. არ შევხებივარ. ვუთხარი ეგ ყველაფერი, რაც გითხარით თქვენ. [მკითხეს], თუ შეეხე ხელითო, არა-მეთქი. გავიგე ქალებიდან, მე იქ არ ჩავსულვარ… [ვუთხარი], შემძულდა-მეთქი ეს ბავშვი” – ამბობს კაცი, რომელიც გარდაცვლილი გოგონას ბაბუის ძმისშვილია.

ცნობისთვის, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მუქარის და ძალადობის ბრალდებით მოზარდის ბაბუა დღეს, დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი შვილიშვილს სასტიკად უსწორდებოდა.

ბაბუა ადრე რომ დაეკავებინათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა – 14 წლის მოზარდის დედა

ბავშვობაში დედა ძალადობდა ჩვენზე. თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ – 14 წლის გოგოს ძმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები