LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძეს ერთი წლის განმავლობაში 339710,02 ლარი აქვს აღებული

60

ფინანსთა ახლადდანიშნულ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, ერთი წლის განმავლობაში 339710,02 ლარი აქვს აღებული. მამუკა ბახტაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა „შპს ჯრ ტრანზიტ ლაინსა“ და „შპს ჯორჯია ტრანზიტში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ფინანსთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე კი – „სს საქართველოს რკინიგზაში“ გენერალური დირექტორად.

მამუკა ბახტაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 30 მარტს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ბახტაძის პირად მფლობელობაშია მცხეთაში, კოსმონავტების ქ. 14-ში მდებარე 355,05 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2016 წელს აჩუქეს მას; ასევე, ამავე მისამართზე რეგისტრირებული 670 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.

არც მამუკა ბახტაძის და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის მფლობელობაში არ არის მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც აღემატება 10,000 ლარს.

ფინანსთა მომავალი მინისტრი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს.

რაც შეეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშს ან/და შენატანს, რომლის განკარგვის უფლება აქვს მამუკა ბახტაძეს, დეკლარაციის შევსების მომენტში ფინანსთა მომავალი მინისტრის:

  1. „საქართველოს ბანკის“ პირად ანგარიშზე იყო 25637,93 აშშ დოლარი;
  2. „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე იყო 6840,23 ლარი;
  3. ვითიბი ბანკის” პირად ანგარიშზე იყო 22543,86 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში მამუკა ბახტაძეს ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, არ გააჩნდა.

არც ფინანსთა მომავალი მინისტრი და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობენ.

„სს საქართველოს რკინიგზაში“ გენერალური დირექტორად მუშაობის დროს მამუკა ბახტაძეს 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ხელფასის სახით აღებული აქვს 220474 ლარი;

„შპს ჯორჯია ტრანზიტში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მუშაობის დროს ბახტაძეს ხელფასის სახით აღებული აქვს 45662 ლარი; ხოლო „შპს ჯრ ტრანზიტ ლაინში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მუშაობის დროს ხელფასის სახით აღებული აქვს 18552 ლარი.

ფინანსთა მომავალ მინისტრს 2012 წლის 30 სექტემბერს გახსნილი აქვს საკრედიტო ხაზი, საიდანაც გასავალი აქვს 1361,30 ლარი.

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/32930

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g