LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანეში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნა დაიწყეს

158
ირან-რუსეთის წვრთნა ინდოეთის ოკეანეში

ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში  ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნა დაიწყეს, რომელიც რეგიონში საზღვაო ვაჭრობის „უსაფრთხოების ამაღლებისკენაა მიმართული,“ – ამის შესახებ ირანის სამთავრობო მედია იუწყება.

სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წვრთნა სახელწოდებით – „უსაფრთხოების საზღვაო სარტყელი“ 17 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და მასში მონაწილეობას იღებენ: ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები, ისლამური რევოლუციის სამხედრო-საზღვაო ძალები და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები.

ირანის კონტრ-ადმირალის ღოლამრეზა ტაჰანის განაცხადებით, წვრთნის მიზანია, გაზარდოს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოება, დაუპირისპირდეს საზღვაო მეკობრეობას და ტერორიზმს, ასევე ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას.

“წვრთნას „მეზობელი და რეგიონის წევრი ქვეყნებისთვის“ მშვიდობისთვის ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალებიც შეუერთდებიან,” – აღნიშნა ტაჰანიმ.

ადმირალის თქმით, 2019 წლის დეკემბრის შემდეგ,  ეს ირანისა და რუსეთის მეორე ერთობლივი საზღვაო წვრთნაა, როცა ორმა ქვეყანამ, ჩინეთთან ერთად, ინდოეთის ოკეანესა და ომანის ყურეში მანევრები ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g