51 წლის ჯენიფერ ლოპესის ტყუპები, ემა და მაქსი 13 წლის გახდნენ. დედამ მათ დაბადების დღე დილით, ადრიანად მიულოცა და საწოლში მისალოცი ბარათები მიართვა, ვიდეო კი „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. არტისტი ემოციებს ვერ იკავებდა და ტიროდა.
„დაუჯერებელია, რომ უკვე 13 წელი გავიდა, გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ მომყავდა ისინი სახლში ქარბუქში. მათ მე სიყვარული მასწავლეს“, – წერს ჯეი ლო.