2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე, განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს, – ამის შესახებ დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.
„მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის 1-ელ მარტამდე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ 1-ელ ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლს, რაც ბოლო წლებში იყო“,- დასძინა პრემიერ მინისტრმა.
შეგახსენებთ, ავტოიმპორტიორებმა განბაჟების ვადის გადაწევის თხოვნით მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს.