LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ბიჭი, რომელმაც დღეს თელავში ოჯახის წევრები დახოცა

952
3272

თელავში ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობილი ხდება, რომ მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის აკო აბრამიშვილია.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბიჭს ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან უნივერსიტეტში აკადემიური აიღო. მათივე თქმით, ის რამდენიმე თვე სახლიდანაც იყო წასული.

ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხოსმაზარაშვილი.

თელავში 30 წლამდე კაცმა მშობლები და ბებია მოკლა

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g