თელავში, გოშაძის ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა მშობლები და ბებია მოკლა.
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ წუთებში დამნაშავის პოვნის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.