“მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? მათი წასვლის შესახებ ლაპარაკზეა, რიგგარეშეზე, თან წერია უკვე ქაღალდზე, რომ არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა ის დაჯდეს,”-ამის შესახებ ელენე ხოშტარია წერს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობა წარმოუდგენელია, თუმცა მოლაპარაკებები აუცილებელია.
“ბიძინა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებზე არ დავჯდებით? მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? მათი წასვლის შესახებ ლაპარაკზეა, რიგგარეშეზე, თან წერია უკვე ქაღალდზე, რომ არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა ის დაჯდეს. ოღონდ ღარიბაშვილი რა მართლა პრემიერია? თუ ერთადერთი დამნაშავეა? თუ თავია ამ ყველაფრის? მათთან ურთიერთობა წარმოუდგენელია და წასვლაზე მოლაპარაკებები აუცილებელი!”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
“აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაცვლდეს არჩილ თალაკვაძით” – ნინო ბურჯანაძე