LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაცვლდეს არჩილ თალაკვაძით” – ნინო ბურჯანაძე

149
BeFunky-collage

“აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაცვლდეს არჩილ თალაკვაძით,”- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს.

“საქმე საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ბევრად ლოგიკური და ადეკვატურია ამ ტიპის შეხვედრას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრემიერ-მინისტრი. მოლაპარაკება და ბრიუსელი კი არა, არამგონია ღარიბაშვილი საერთოდაც გამოჩნდეს, რადგან 24 საათზე მეტი გავიდა რაც ამ ჩანაწერების შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა და ღარიბაშვილს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამიტომაც, წესით ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს.

ახლა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ იცის ამ ჩანაწერების შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვა თუ გამოვარდება. ერთ-ერთი აუცილებლად იქნება და სიტუაცია იქნება უმართავი, რაც არცერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი, იზარალებს ხალხი და სახელმწიფო. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების გაგრძელება და ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა.”- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g