LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წელში გამართულები წარვსდგებით: ალუდა ღუდუშაური

102
ალუდა ღუდუშაური

“ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მართვის უამრავი ხელშესახები პროგრესი აქვს. 

დეპუტატის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას” მართლაც აქვს „სავსე ხელები და ევროპაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წელში გამართულები წარვსდგებით.”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ამ განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გუშინ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.

დეპუტატის განცხადებით, ის როგორც მმართველი ძალის წარმომადგენელი, იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას ნამდვილად შეძლებს, სხვა შემთხვევაში კი, გარდა მოლაპარაკებისა არც ერთ სხვა გზას ალტერნატივა არ აქვს.

“აქედან გამომდინარე გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ ვიპოვით შეხების წერტილებს, რომელიც იქნება ამოსავალი სამართლიანობის პრინციპებიდან და მეორე მხრივ, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან ნაკარნახევი,” – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ღუდუშაურმა.

უმრავლესობის წევრის სიტყვებით, მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გამომდინარე, მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ღუდუშაურის თქმით, ოპოზიცია ამ პირობას არღვევს და ეს  მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას ხელს არ უწყობს.

“მესმის, ამ საკითხისადმი ჟურნალისტების სენსიტიურობისა, გნებავთ, საზოგადოების ინტერესი, თუმცა, ნუ დავარქმევთ წითელ და მწვანე ხაზებს. დავარქვათ ის რომ ნებისმიერი შეთანხმება რაღაც კონკრეტულს უნდა ეფუძნებოდეს და ამოსავალი უნდა იყოს, ამიტომ შეთანხმება აბსოლუტურად ყველაფერზე და არაფერზე საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის არა კონკრეტულად მმართველი ძალის პარტიული ინტერესი, არამედ ჩვენ ამ შეთანხმებას ვუყურებთ როგორც სახელმწიფო ინტერესს, ” – განაცხადა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g