LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მეცნიერებს საკუთარი გამოგონებების კომერციალიზაციაში დაეხმარება

55
telepathy-is-possible

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალი პროგრამა შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მეცნიერებს საკუთარი გამოგონებების კომერციალიზაციაში დაეხმარება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნულ პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი კარგი ხიდია, რათა მეცნიერებმა საკუთარი გამოგონებებისთვის ინვესტორი იპოვონ.

„მინდა გაგაცნოთ ახალი პროგრამა, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში მტკიცდება. ეს არის ე.წ. ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა, რომლის წესიც დავამტკიცეთ. საქმე ეხება სამეცნიერო გამოკვლევებსა და გამოგონებებს, რომელიც ქართველ მეცნიერებს აქვთ დამუშავებული სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო უნივერსიტეტში. სახელმწიფო დავეხმარებით მათ ამ გამოგონებების, ტექნოლოგიების კომერციალიზაციაში“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში შერჩეულია 9 სხვადსახვა აქტუალური ტექნოლოგია, მათ შორის მეტალურგიის ინსტიტუტში, არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში დამუშავებული, გეოფიზიკის ინსტიტუტუტში, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, აგრარულ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ.

„ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ჩვენს მეცნიერებს, რომ მათმა გამოგონებებმა ბაზარზე აღიარება მოიპოვონ და დაინტერესებული ინვესტორი იპოვონ“,- დასძინა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g