“ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე მეტად აწყობს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგეს და ვერ მოხდეს ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევა, რადგან ამ შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია რჩება უალტერნატივო ძალად”, – ამბობს პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება.
იოსელიანი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი არის ფაქტორი, რომელსაც ვერც მისი პარტია და ვერც დანარჩენი ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის:
“სხვა ოპოზიციური პარტიების მიკვირს, ვინც ამას არ თუ ვერ იაზრებენ და უფრო თამამ ნაბიჯებს არ დგამენ პარლამენტში შემოსასვლელად. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, აქ არის მისი პარტია, რომელსაც ლიდერები ჰყავს და შეუძლიათ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა სააკაშვილი არის ფაქტორი, რომელსაც ვერც მისი პარტია და სამწუხაროდ, ვერც დანარჩენი ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის.” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ “ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი” და აღნიშნა, რომ ვიღაც გადამდგარი პირებისგან ჭკუის დარიგება არ სჭირდება.
