27 წლის ექიმის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი კონსილიუმის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მდგომარეობა საიმედოა.
“მოვისმინეთ თუ რა კონკრეტული ქმედებები იქნა განხორციელებული პაციენტთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ახლა მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის. ექიმებმა გარკვეულ ნაბიჯებზე მიიღეს გადაწყვეტილება მის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით, შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდგომ მოვლენებს. პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა არა უიმედო”, – ამბობს მინისტრი