LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

2059
BeFunky-collage

ექთანი, რომელიც 18 მარტს, დღის პირველ ნახევარში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა, გარდაიცვალა.

ინფორმაცია “ფორტუნას” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ოჯახის წევრების თქმით, მეგი ბაქრაძეს ამ დროისთვის პროზექტურაში გადაასვენებენ და გაკვეთაზე გადაიყვანენ.

ოჯახის წევრების თქმით, მეგი ბაქრაძე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და არანაირი ალერგია არ ჰქონდა.

27 წლის ექთანს ვაქცინაცია ახალციხის კლინიკაში ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g