LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს

85
untitled (2)

პარტია “გირჩი” “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაკლებად აქვთ იმედი, რომ პრობლემას ფასილიტატორები გადაწყვეტენ. ამიტომ მეგრელიშვილის თქმით, უნდა ეცადონ, რომ გამოსავალი მოძებნონ.

“უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის, მერე ნამდვილად არ ვიცი… “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს,”-აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g