LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა მრავალშვილიან მარტოხელა დედას 50 000 დოლარი აჩუქა

75
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ტეილორ სვიფტი გულშემატკივრებისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და ქველმოქმედებით გამოირჩევა. გასულ წელს არტისტმა თინეიჯერ გოგონას სწავლა 23,000 ფუნტით დაუფინანსა. პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ ფანს გადასახადები დაუფარა, მან ასევე ტენესის შტატში ტორნადოსგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.

ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ტეილორი 5 შვილის დედას დაეხმარა, რომლის მეუღლეც Covid-19-ით გარდაიცვალა. ქალს 5 შვილი დარჩა. ვარსკვლავმა მარტოხელა დედას 50 000 დოლარი გადაურიცხა.

შეგახსენებთ, 2019 წელს გამოცემამ People სვიფტი „წლის ადამიანად“ დაასახელა. ბილბორდმა“ მას ათწლეულის ქალის ტიტული მიანიჭა.

ტეილორ სვიფტმა თინეიჯერ გოგონას სწავლა 23 ათასი ფუნტით დაუფინანსა
ტეილორ სვიფტმა გადაწყვიტა პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ ფანს გადასახადები დაუფაროს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები