მმართველ გუნდს “გირჩთან” კომუნიკაცია აქვს. საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებს “ოცნება” „გირჩთან“.
ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში შესვლას არცერთ პარტიას არ ეხვეწება.
„რაც შეეხება „გირჩს“, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. გუშინწინ მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, შემდეგი ნაბიჯი ისღა დარჩათ, რომ შემოვიდნენ და განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება. იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯსაც გადადგამენ. საუბარი მიმდინარეობს. არ არის დაკონკრეტება საჭირო, მაგრამ კონტაქტი არის. მე ამას მივაწერ სწორედ მათ გუშინწინდელ განცხადებას, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.