“თავისუფლება ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმარს”, – ამ მოთხოვნით თბილისში, გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერებმა ავტომსვლელობა გამართეს. მხარდამჭერებს გოგი წულაიას უდანაშაულობის სჯერათ და აცხადებენ, რომ ის პოლიტპატიმარია.
„გაანადგურეს არა მარტო გოგი წულაია, არამედ მისი ოჯახიც! ის უნდა იყოს გათავისუფლებული და აღკვეთი ღონისძიება შეფარდებული არ უნდა ჰქონდეს. მსგავს სიტუაციებში ორმაგი სტანდარტი გვაქვს. ვიცით გოგი წულაია, როგორც გამოხატავს ემოციას, შეიძლება ვეთანხმებოდეთ, ან არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ერთადერთი, რაზეც იძალადა თავისი თავია, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ოპერაცია აქვს გადატანილი. თავის გულს თუ ვნებს, თორემ სხვას ვერასდროს ვერ ვნებს. ჩვენ ქუთაისიდან ჩამოვედით, მისი მხარდამჭერები ვართ, გვჯერა მისი სიმართლის. სოლიდარობას ვუცხადებთ! გოგი უდანაშაულო, პოლიტპატიმარია“, – განაცხადა მსვლელობის დროს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა
“იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად” – გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს