LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში სპეცოპერაცია დასრულდა – დაჭრილია ერთი პირი

30

პანკისში დილის 4 საათზე დაწყებული სპეცოპერაცია, რომელშიც დაახლოებით 60-მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა, დასრულდა. სპეცრაზმა ხეობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით,  სპეცოპერაციის დროს ერთი ადგილობრივი დაიჭრა, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს დილიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ის თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი.

სპეცოპერაციის დეტალებზე ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სუს-ში ბრიფინგი 12 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები