LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია “15 მაისის შტაბს” ქმნის: ნინო ბურაჯანაძე

94
ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია “15 მაისის შტაბს” ქმნის. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გაიმართა, 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე იმსჯელეს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.

ჩამოყალიბდება “15 მაისის შტაბი”. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით”, – აცხადებს ბურჯანაძე.

magti 5g