51 წლის ჯენფერ ლოპესი გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ის გახლავთ წარმატებული მომღერალი, მსახიობი, „ბიზნესვუმენი“ და დედა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სფეროში მოღვაწეობს და ყოველ ჯერზე აოცებს საზოგადოებას.
ამჯერად ჯეი ლო გამოცემა InStyle-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია ზღვის სანაპიროზე შედგა. ვარსკვლავმა არაერთი იმიჯი მოირგო, თუმცა ყველაზე მთავარი მისი დადებითი განწყობა და ემოცია იყო, რომლის არ შემჩნევაც შეუძლებელია.