LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა 

118
თელავის რაიონული სასამართლო

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის ნაცვლად, 109-ე მუხლით გაგრძელდება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილის ახლობელი აკა საჩიშვილი აცხადებს, რომ ბრალის დამძიმებას ოჯახის წევრები ითხოვდნენ.

“თავიდანვე ვამბობდით, რომ ქმედება 109- ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო. ვეთანხმებით გამოძიებას. სწორია, რომ ბრალი დაამძიმა და ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად გამოჩნდება”, – აცხადებს აკა საჩიშვილი.

ცნობითვის, ვანო ზანდარაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას ბრალი 2020 წლის 27 დეკემბერს, 108-ე განზრახ მკვლელობის და 117-ე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინეს.

magti 5g