LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია 1742 ოჯახს ბინის ქირას უხდის – 300 ლარად ბინის დაქირავება ფაქტობრივად შეუძლებელია: თეონა ჭალიძე

125
თეონა ჭალიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით,  იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობა, ვისაც ბიუჯეტიდან ბინის ქირას უხდიან წლების განმავლობაში არ უმჯობესდება. მისი თქმით, 2021 წლის მარტის მდგომარეობით თბილისის მერიის რაიონული გამგეობები 1742 ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფენ. (ძირითადად ოჯახზე 300 ლარია გათვალისწინებული)

ჭალიძის განცხადებით, აქედან 378 ოჯახი ქირით გაყვანილია ავარიული და დანგრეული საცხოვრებელი სახლიდან თუ კორპუსიდან, სადაც სიცოცხლისთვის საშიში პირობებია, ხოლო 1364 ოჯახს გამგეობები ბინის ქირის კომპენსაციით, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, გამონაკლისის წესით ეხმარებიან.

როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა,  ე.წ საგამონაკლისო წესით ბინის ქირით უზრუნველყოფილი მოქალაქეების რაოდენობა ოთხჯერ მეტია ძირითადი წესით ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობაზე.

“აქვე აღსანიშნავია, რომ მიმართვიანობა მოქალაქეების მხრიდან აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე ყოველწლიურად მზარდია, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებული გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით. ფაქტია ისიც, რომ პროგრამაში ყველა განმცხადებლის ჩასმა ვერ (ხან არ) ხერხდება. თუ 2020 წელს 6 059 106 ლარი გაიხარჯა ამ მიმართულებით თბილისის ბიუჯეტიდან, 2021 წელს 6 701 800 ლარია გათვალისწინებული.

უნდა ითქვას ისიც, რომ წლების განმავლობაში იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობა, ვისაც ბინის ქირას  ბიუჯეტიდან უხდიან, არ უმჯობესდება. გამოყოფილ თანხაზე ოჯახებს დამატებაც უწევთ, რადგან სამას ლარად ბინის დაქირავება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფაქტობრივად შეუძლებელიცაა. ვფიქრობთ ამ მიმართულებით მოსაფიქრებელია როგორ გაუმჯობესდეს პროგრამის განხორციელება, რომ უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყოს. კარგი იქნება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც  გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე იზრუნებს,“ – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g