LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

100
20190424160642635801140

100 ადამიანი დასაქმდება ფეროშენადნობების ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

კომპანია „მანგანეზ ინდასთრის“ სახელმწიფოსგან 61506 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა. პროგრამის ფარგლებში მორიგი საწარმოს პროექტის ხელშეწყობის გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ ორი წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1 722 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 000 ტონა იქნება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, წარმოების ამოქმედება და პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა: ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g