გიორგი ჯაჯანიძემ რამდენიმე წლის წინ დაწერა სტატუსი, რომელიც ახლა ისევ გაიხსენა. ტელეწამყვანი მაშინ ამბობდა, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც მისი გოიმობა აღიზიანებდათ…
გთავაზობთ სტატუსს:
„არ ვიცი, ამ დილაუთენია რამ გამახსენა.
იყო ერთი „სასტავი“, რომელიც ჩემზე ამბობდა, თავისი გოიმობით გვაღიზიანებსო. ყურადღებას არ ვაქცევდი, ვერ ვხვდებოდი, რას მერჩოდნენ, თუმცა წინააღმდეგობას არ ვუწევდი, ვფიქრობდი, შეიძლება, მართლა გოიმი ვარ, თავს ხომ არ მოვიკლავ-მეთქი.
მიუხედავად ჩემი „გოიმობისა“, მე ჩემსას მივერეკებოდი და არ მეცალა მათი კრიტიკისთვის. ჩემი მათდამი უყურადღებობა უფრო აღიზიანებდათ, მე მათი აზრი არ მაინტერესებდა, მაინც გოიმი ვეგონე და რას დავეძებდი.
მე ახლა მშვიდად ვცხოვრობ, ჩემსას მივაღწიე.
მინდა, პატიება ვთხოვო იმ ხელმოცარულ „სვეტებს“, მათ ნერვებზე რომ ვთამაშობდი.
თუ ახლაც გოიმი გგონივართ, გეგონოთ, მაშინ გოიმობა ძალიან კარგი რამ ყოფილა“.
