LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაპრალების ამოვსების თაობაზე გამართული დისკუსია უადგილო იყო: გერმანელი ექსპერტი ვაშლიჯვრის მეწყერზე

69
WhatsApp Image 2021-04-14 at 15.59.01

„სამუშაოები, რაც ბოლო კვირებში განხორციელდა ისაა, რომ დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყრის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა და მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა,” – ამის შესახებ ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ მოწვეულმა, გერმანელმა ექსპერტმა, პეტერ ნიუმანმა განაცხადა.

როგორც ექსპერტმა ჟურნალისტებს უთხრა, ბოლო დღეების განმავლობაში, განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები  გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა.

„ჩვენ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მივიღეთ გადაუდებელი ზომები. უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი მოვლენა არის დინამიური და ცოცხალი ორგანიზმის მქონე. აუცილებელია სწრაფი ზომების მიღება.

არ არის გათვლებისა და გეგმების დასახვისთვის საკმარისი დრო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განგვეხორციელებინა სხვადასხვა ღონისძიებების კომბინაცია. მათ შორის მასების ნაწილის ამოღება-მოხსნა, ჩატარდა გარკვეული გამაგრების და გაბურღვის სამუშაოები.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უკანასკნელის თაობაზე გამართული დისკუსია იყო უადგილო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაპრალების ამოვსება, რომ იქ არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს პროცესი. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

მეწყერსაშიშ ფერდობზე რისკები დღეს უფრო მეტად არის შემცირებული, ვიდრე სამი კვირის წინ იყო: ირაკლი ბენდელიანი

 

magti 5g