LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიგგარეშე არჩევნებზე ცალსახად ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარიც კი საერთოდ არ შეიძლება, პოლიტპატიმრების თემაზე კიდე შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი”- ელისო ბოლქვაძე

87
bolqvadze-1

“რიგგარეშე არჩევნებზე ვფიქრობ ცალსახად, რომ საერთოდ არ შეიძლება ამაზე საუბარიც კი. პოლიტპატიმრების თემაზე კიდე შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი” -ეს განცხადება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მხარეებს კი დათმობაზე წასვლა მოუწევთ.

“მე მჯერა ერთი რამის, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება და როცა შეთანხმების მაგიდასთან მიდის ორი მხარე, მათ მოუწევთ რაღაც-რაღაცების დათმობა. ზუსტად რა იქნება ეს დათმობა, არავინ იცის ჯერჯერობით, მე არ ვარ ჩართული პროცესებში, მაგრამ რადგან გაგრძელდება ეს რაუნდი მოლაპარაკების, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქვეყნის ინტერესები დადგება პირველ რიგში და პარტიები მოახერხებენ შეთანხმებას. რიგგარეშე არჩევნებზე ვფიქრობ ცალსახად, რომ საერთოდ არ შეიძლება ამაზე საუბარიც კი. პოლიტპატიმრების თემაზე კიდე შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი და რაღაც კომპრომისები მოინახოს ალბათ, მაგრამ არჩევნების თემა, დამთავრდა ეს”,-განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g