LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის შედეგი: მსოფლიოში კორონავირუსით 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

138
Coronavirus COVID-19 all around the Earth. News about corona virus, Covid concept. 3D render

მსოფლიო კოვიდპანდემიის მორიგ ტალღებს ებრძვის, სტატისტიკის მთვლელი ვებგვერდი Worldometers-ი კი ვირუსით გარდაცვლილთა საგანგაშო მაჩვენებელს გამოსახავს – დღევანდელი მონაცემებით, 17-თვიანმა პანდემიამ 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

პოზიტიურად გამოიყურება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც – ახალი მონაცემებით, კორონავირუსი 118 768 975-მა ადამიანმა დაამარცხა.

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს – 32 მილიონზე მეტი ინფიცირებულითა და 578 993 გარდაცვლილით.

მეორე ადგილზე ინდოეთია – 14 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, აქვე აღსანიშნავია, რომ ინდოეთში გუშინ, ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 24 საათში ვირუსი 200 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მესამე ადგილზე კი ბრაზილიაა – 13 მილიონზე მეტი დაინფიცირებულით.

24-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდ 19-ის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ მოდევს ბელგია და ფილიპინები 900 000-ზე მეტი შემთხვევით.

რაც შეეხება ეპიდვითარებას საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი 4 %-ს უახლოვდება, თბილისში 641 შემთხვევა დაფიქსირდა – განახლებული კოვიდსტატისტიკა

mazda magti 5g