რუსული კონცეპტუალური მაღაზია Rehabshop, რომელიც წარმოადგენს მალბერის, როშას და სხვა ბრენდებს, ახალ პრომოკლიპს აქვეყნებს.
კლიპი ქართული პეიზაჟის ფონზეა გადაღებული. ვიდეორგოლის გმირი თბილისში, ლისის ტბასთან პოზირებს.
“საქართველო, ულამაზესი ლანდშაფტითა და ხალხით, იდეალური ადგილია, რათა კარგად წარმოაჩინო ბუნებასთან ჰარმონიულობა. ჩემი არჩევანით რეჰაბს მინდა დავუტოვო სივრცე იმ ბუნებრივი ნივთებისთვის, რომელიც შექმნილია ისტორიითა და შინაარსით”, – განაცხადა რეჰაბის მფლობელმა ნატაშა დოგადინმა.