ნიუ-მექსიკოს შტატში შეიარაღბულმა პირმა სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.
შემთხევევა ქალაქ აზტეკში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა და ამ დროისთვის ის დახურულია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.