თბილისში, მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.
“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ შემთხვევა ერთი კვირის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.