საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის მიღწეულ შეთანხმებას Twitter-ზე ეხმიანება.
როგორც ზურაბიშვილი წერს, საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე. მისივე განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას მან ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტსა და იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
„დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
Great talking to @jensstoltenberg today to reaffirm Georgia’s path to @NATO ahead of its upcoming summit and talk about our cooperation in Afghanistan in the coming months. The 19 April agreement reached in Georgia 🇬🇪 will deepen the progress we make on our Euro-Atlantic road.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 22, 2021