პოლიტიკოსი და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი მზადაა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ნიკა მელიას თავდებად თავადაც დაუდგეს.
როგორც სამადაშვილმა თქვა, უკეთესი იქნება, თუ თავდებობას თავის თავზე როგორც ევროპარლამენტარები, ისე, ქართველი დეპუტატები აიღებენ.
“თუ ეს საკითხი გადაწყდა, რომ თავდებობაზე “ქართული ოცნება” თანახმაა, თუ ეს შესაძლებელი იქნება, მზად ვარ, თავდებში ნიკა მელიას მეც დავუდგე. კარგია, რომ ეს იყოს ევროპარლამენტარების ჯგუფი და, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის წევრების ჯგუფი, რომელიც ნიკას თავდებში დაუდგება,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ პარტია “ლელომ” ევროპარლამენტარებს”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თავდებობა შესთავაზა, რათა მელიამ საპატიმროს დატოვება გირაოს გადახდისა და ამნისტიის გარეშე შეძლოს.
ამავე თემაზე:
შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე ლელოს ინიციატივაზე