LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ამნისტიას ვერ გაითხოვს, თუ ამას მედიატორი გაიზიარებს, ჩვენ ნიკა მელიას მხარს დავუჭერთ: ბადრი ჯაფარიძე

67
ბადრი ჯაფარიძე

,,ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა, ეს არის ბატონი მელიას პოზიცია რომელიც მედიატორმა უნდა განიხილოს,” – ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორ ჯაფარიძემ თქვა, იმ შემთხვევაში, თუკი მედიატორი ნიკა მელიას წინადადებას დათანხმება, ოპოზიცია მზადაა მას მხარი დაუჭიროს. საბოლოო ჯამში კი, ოპოზიციის ამონანაა, ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

რაც შეეხება უშუალოდ ამნისტიის კანონს, როგორც ჯაფარიძემ თქვა, კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს და ამის განზრახვა არავის არ აქვს.

“თუ იქნება მცდელობა, რომ ,,ქართული ოცნება” დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ. თუკი მედიატორი ნიკა მელიას წინადადებას დათანხმება, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ როდესაც შევალთ პარლამენტში და მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის ევროკავშირის გირავნობას დაეთანხმოს, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თუ ამნისტიის კანონს გაიწვევთ, მზად ვარ, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დავთანხმდე: ნიკა მელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g