LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამნისტიის კანონს გაიწვევთ, მზად ვარ, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დავთანხმდე: ნიკა მელია

101
ნიკა მელია nika melia

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს მიმართავს, ამნისტიის კანონს ხელი არ მოაწერონ.

მელიას თქმით, თუ ამნისტიის კანონს გაითხოვენ, ის მზადაა, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

“მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც  შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია.

არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებსა და ბრძანების გამცემებს, მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.

სრულიად ცხადია, რომ “ქართული ოცნება” ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), ამ პროცესიდან მაინც დისკრედიტირებულები გამოხვალთ. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორებისა და მათ უკან მდგომი, ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას.

კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ “ქართულ ოცნებას”:

გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე,” – ნათქვამია ნიკა მელიას წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g