LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კაკლის ბაღი გაშენდა

73

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ ბოლნისში შპს „დევეპლიუსმა“ კაკლის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 42 146 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო – 15 225 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8 023 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 758 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 18 894 338 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 544 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g